„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ პარლამენტის 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიში წარმოადგინა. დოკუმენტში მიმოხილულია მიმდინარე წლის 5 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით პერიოდი. მესამე სექტორის მიგნებების ჩამონათვალი ასეთია: ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 8 ფაქტი, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევები 5 მუნიციპალიტეტში, ამდენივე - სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარის. 2- ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების, ხოლო 1 -ეკლესიის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევის 1. ვრცლად, გაიგებთ ჩვენი სიუჟეტიდან
23 ივლისს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელვაჩაურის მუნიციპალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი მიხეილ ბოლქვაძე, სოფელ სალიბაურის მოსახლეობას შეხვდა და ერთ-ერთ ოჯახს სურსათი გადასცა. მეორე ასეთი შემთხვევა, 8 ივლისს დაფიქსირდა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ნაფიე ყურშუბაძის ოჯახი, სავარაუდოდ ოპოზიციური განწყობის გამო მოინახულა და პროდუქტი მიუტანა.
სხვადასხვა პოზიციაზე უკვე დასაქმებულმა სამმა პირმა, პარტიასთან „ლელო საქართველოსთვის“ თანამშრომლობა გაწყვიტა სხვადასხვა მიზეზით. როგორც ხელვაჩაურის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი,“სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელს უყვება, მოტივად ის პრობლემები დასახელდა, რომელიც ადამიანებს პარტიასთან თანამშრომლობის გამო მათ და მათი ოჯახის წევრებს შეექმნებოდათ.მერაბ აბაშიძე მესამე სექტორთან მათ ვინაობას არ ამხელს.
პოლიტიკური ნიშნით ზეწოლად აფასებს ხელვაჩაურის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ქრისტიან - დემოკრატები”-ის თავმჯდომარე 30 ივლისს, ვაჟა თავდგირიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის ფაქტს. მიხეილ ბოლქვაძე ამბობს, რომ მმართველ გუნდს ფრაქციის დაშლა სურდა. აგუმენტად კი ის მოჰყავს, რომ ხემძღვანელმა პირებმა დეპუტატის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა არ გაითვალისწინეს, რაც მის მიერ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით დასტურდებოდა. მესამე სექტორი ასკვნის, რომ ფორმა 100 და ახსნა-განმარტება საპატიო მიზეზად უნდა ჩათვლილიყო.
მესამე სექტორის ანგარიშში პოლიტიკური ზეწოლის მაგალითადაა მოყვანილი, ჩვენს მიერ 30 ივლისს მომზადებულ სიუჟეტში მოხვედრილი ამბავი. ქობულეთის მერიასთან გამართულ აქციაზე, სადაც ახალგაზრდები უწყლობას აპროტესტებდნენ, ორგანიზატორმა მაცნე კამერების წინ თქვა, რომ მუნიციპალიტეტის მერმა მასზე ირიბი ზეწოლა მოახდინა.
მესამე სექტორის მიერ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციადაა შეფასებული სოფელ ერგეში მცხოვრები ნადიმ ყურშაბიძისთვის, მერის წარმომადგენელის მიერ პანდემიის პირობებში სოციალური დახმარების გაცემაზე უარის თქვა იმ მოტივით, რომ მისი ოჯახის წევრი სასმელი წყლის პრობლემის საკითხზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბრიფინგის მსვლელობის დროს პირდაპირ ეთერში ჩაერთო. მესამე როგორც ირკვევა, მოქალაქეს ურჩიეს, დახმარების მიღებისთვის ოპოზიციისთვის მიემართა.ბრალდება ნადიმ ბოლქვაძემ მესამე სექტორთან უარყო. უფრო მეტიც, მერის წარმომადგენელმა, როგორც ანგარიშში წერია, დამკვირვებლის მისამართით შეიგინა კიდეც