04, აგვისტო 2020 21:40:00
ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ელგუჯა ბაგრატიონის საქმე გახიხილეს. უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ბრალად ედება სხვისი ნივთის, კონკრეტულად კი, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი სათვალთვალო გარეკამერის გაუფრთხილებლობით დაზიანება, რითაც ოლიგარქს მიადგა მნიშვნელოვანი ზარალი 600 ლარის ოდენობით. ამის გამო, გამოძიება ბაგრატიონის ციხეში 1 წლით გაშვებას ითხოვს.მოსამართლემ მტკიცებულებად არ მიიღო დაცვის მხარის მიერ წარდგენილი ვიდეომასალები, რომლითაც როგორც ბაგრატიონის უფლებადამცველი ამტკიცებს, მისი უდანაშაულობა მტკიცდება.