05, აგვისტო 2020 21:38:00
ბიბლიოთეკების მუშაობა დასაშვები ხდება. გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. სამკითხველო სივრცეები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვით იმუშავებენ. შესაბამისი პროტოკოლი კი უახლოეს დღეებში დამტკიცდება.კორონავირუსის პანდემიის გამო ბიბლიოთეკების მუშაობა ამ დრომდე დისტანციურ რეჟიმზე იყო გადასული.