05, აგვისტო 2020 21:30:00
პროექტისთვის „შენი იდეა ბათუმს“ 2021 წლის იდეების მიღება დაიწყო. მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში 500 ათასი ლარია გამოყოფილი. რეგისტრაცია ონლაინ ვებ-გვერდზე idea. batumi. ge -ზე დღეს დაიწყო და 5 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. მოქალაქეების მიერ დარეგისტირებული იდეები შემდეგ ძირითად კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს: უნდა ქმნიდეს საზოგადოებრივ სიკეთეს, იყოს მუნიციპალური საკუთრება, ხორციელდებოდეს ბათუმის საზღვრებში; ასევე არ უნდა იწვევდეს მნიშვნელოვან დამატებით ხარჯებს. წელს სიახლეა ის, რომ რეგისტრაციის პროცედურა გამარტივდა. გამარჯვებულებს ხმის მიცემის გზით მოქალაქეები გამოავლენენ.