07, აგვისტო 2020 21:50:00
12 წლის წინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ -მინისტრი. გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველო არასდროს შეეგუება ოკუპაციას და ქვეყანა გამოწვევის გადაჭრის მშვიდობიან გზაზე დგას, ამ პროცესში კი ჩვენს გვერდით დგანან საერთაშორისო პარტნიორები. აგვისტოს ომზე წერს საქრთველოს პრეზიდენტიც. „ჩვენი პასუხია - არშეგუება! როგორც მრავალჯერ თავისი ისტორიის მანძილზე, საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გააჩნია გადარჩენის უზარმაზარი ჟინი და ენერგია“- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.