14, აგვისტო 2020 21:59:00
კარანტინში გადაყვანილი პირი, რომელიც ბათუმში, სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადახტა, მძიმე მდგომარეობაშია. იგი ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში არის მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი კლინიკაში დილის ოთხ საათზე უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს. პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ფაქტი სასტუმრო „ლეგასში“ დაფიქსირდა, სადაც მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.