14, აგვისტო 2020 21:05:00
ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად კალიფორნიის შტატის სენატორი კამალა ჰარისი დაასახელა. საარჩევნო რბოლაში თავის მეწყვილედ ჰარისის არჩევა, რომელიც არის ფერადკანიანი, ამერიკელი ინდურ-იამაიკური ფესვებით, დემოკრატების მხრიდან ძლიერი და ისტორიულ გზავნილია . ბაიდენის გამარჯვების შემთხვევაში, ჰარისი იქნება შტატების ისტორიაში არა მხოლოდ პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი, არამედ აღნიშნულ პოსტზე პირველი ფერადკანიანი ქალი.