18, აგვისტო 2020 17:59:00
არქეოლოგიური კვლევა-ძიება პეტრას ციხეზე. სამუშაოები ძირითადად ციტადელის შიგნით და ციხის ჩრდილოეთ კუთხეში განლაგებული სამეურნეო ნაგებობის მისადგომებთან მიმდინარეობს. ასევე, აღმოსავლეთ კარიბჭისკენ მიმართული სამეურნეო ნაგებობების სამნავიანი ბაზილიკის, შიდა ტერიტორიაზე. პროცესის დასრულების შემდეგ, ლიმნარიუმის მხარეს, ადგილზე აღმოჩენილი არტოფაქტები გამოიფინება. პარალელურად, ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც მიმდინარეობს, რომლის მიხედვითაც უნდა მოეწყოს საფეხმავლო ბილიკები და საპარკინგე სივრცე. შენდება ადმინისტრაციის შენობაც. პროექტი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.