შუახევში, ლიტერატურული კონკურსი ,,პეგასის“ მეორე ტური გაიმართა.
პროექტის თანახმად, კონკურსანტებს წინასწარ მიეცათ დავალებები, რომლის თანახმადაც მათ ადგილზე შეექმნეს ნამუშევრები, პროზასა და პოეზიაში.
კონკურსს ხულოს მერის მოადგილე ასლან შაინიძე, პოეტი ნათელა დუმბაძე და ხიჭაურის უნივერსიტეტის დოქტორი მარიამ კეჟერაძე აფასებდნენ.
კონკურსის დასკვნითი ღონისძიება ხულოში, მწვანე ტბაზე ჩატარდება, სადაც გამოვლინდებიან როგორც კონკურსის, ისე სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები.
პროექტის მიზანი დამწყები შემოქმედების გამოვლენაა და მათ შესახებ ცნობადობის გაზრდა, ასევე, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა მაღალმთიან აჭარაში.
პროექტის მხარდამჭერები არიან: ხულოს, შუახევისა და ქედის ადგილობრივი თვითმმართველობები. შპს MBMCGROUP”(ემბიემსი ჯგუფი) არასამთავრობო ორგანიზაცია-,,მეხუთე სტიქია“„IREPALACE GODERDZI” და ედნარ ჩიტაძე.
პროექტის მთავარი ორგანიზატორები: ნანა შაინიძე და რამაზ ხმალაძე.