04, სექტემბერი 2020 16:52:00
თბილისში, ფილარმონიასთან აფეთქება მსხვერპლით დასრულდა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა 3 ადამიანი.
ამ დროისთვის მიმდებარე ტერიტორია პოლიციის თანამშრომლებს სპეციალური ლენტით აქვს შემოსაზღვრული. მობილიზებულნი არიან სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები.
სავარაუდოდ, აფეთქება კლუბ "დეჟა-ვუს"-სთან მოხდა, სადაც მუშები სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდნენ და მათ ჟანგბადის ბალონი აუფეთქდათ. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტეს, აფეთქებას ხანძარი არ მოჰყოლია.
დაზიანებულია და ჩამსხვრეულია მიმდებარედ არსებული შენობების მინები.