06, სექტემბერი 2020 19:41:00
სპილო ერთადერთი ცხოველია, რომელსაც 4 მუხლი აქვს. იგი დედამიწის ყველაზე დიდი ძუძუმწოვარია. მისი წონა 5-6 ტონაა, ხოლო სიმაღლე 3,5-4 მეტრია. ნაყოფს მუცლით, 22 თვე ატარებს. ახალდაბადებული სპლიყვი დაახლოებით 150კგ-მდე აღწევს და დღეში 9 ლიტრამდე დედის რძეს სვამს, თუ დედის რძე შემოაკლდება მაშინ მეორე "დედა" დაეხმარება ხოლმე. სპილოს ხორთუმი წაგრძელებული ცხვირია, რომელიც ზედა ტუჩთან არის შეერთებული. უიმისოდ ძუძუმწოვარი სასიკვდილოდაა განწირული.
სპილო ადამიანის ასაკისოდენას, დაახლოებით 60-70 წელს ცოცხლობს, 12 წლისათვის უკვე ზრდასრულია, ხოლო 30-40 წელი, მათი ორგანიზმის გაფუჩქვნის ხანაა. იგი სხვა ცხოველებისგან განსხვავებით, თავისი სიკვდილით კვდება, (მისი მომრევი ცხოველთა სამყაროში არავინაა) თუ ადამიანებმა არ მოუსწრაფეს სიცოცხლე.