07, სექტემბერი 2020 14:30:00
პარტია „მოქალაქეებმა“ აჭარაში, მაჟორიტარობის კანდიდატები დღეს წარადგინა. პოლიტიკური გაერთიანების ლიდერი ალეკო ელისაშვილია.
საქართველოს პარლამენტში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბათუმიდან გენრი დოლიძე იქნება, აჭარის უმაღლეს საბჭოში კი – გიორგი მასალკინი. რაც შეეხება მაღალმთიან აჭარას, მანდატის მოსაპოვებლად იქ, გიორგი გაბაიძე იბრძოლებს. პარტიას არ დაუსახელებია მაჟორიტარობის კანდიდატი ქობულეთში.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს არჩევნები წელს, 31 ოქტომბერს გაიმართება.