10, სექტემბერი 2020 15:20:00
ბათუმში, ორი სარიტუალო დარბაზი, სოციალური თავშეყრის რაოდენობის დარღვევის გამო დაჯარიმეს.
დამრღვევებს ფულადი სანქცია დაეკისრათ.
"მინდა მოვუწოდო ყველა კვების ობიექტს, დაიცვან დადგენილი წესები და რეგულაციები, წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მკაცრ მონიტორნიგს განვახორციელებთ და იძულებული ვიქნებით საჯარიმო სანქციებიც განვახორციელოთ." - განაცხადა აჭარის პოლიციის უფროსმა.
კოტე ანანიაშვილმა არ დააკონკრეტა თუ რომელმა ობიექტებმა დაარღვიეს რეგულაციები, თუმცა აღნიშნა, რომ შენობებში ქორიწლი იმართებოდა.