20, იანვარი 2017 11:22:00
ცოტა ხნის წინ დასრულდა შეხვედრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესა და საზოგადოება „ბათომის“ წევრებს შორის. მხარეები ურბანულ პოლიტიკაზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და ქალაქში საზოგადოებრივი სივრცეების შექმნის საკითხებზე მსჯელობდნენ. ასევე ისაუბრეს ძველი ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის კუთხით არსებულ პრობლემებზეც. დახურულ კარს მიღმა შეხვედრა ორი საათის განმავლობაში მიმდინაროებდა. შოთა გუჯაბიძის თქმით, ზურაბ პატარაძე თანამშრომლობისთვის მზადაა და მსგავსი ტიპის შეხვედრები ხშირად გაიმართება.