14, სექტემბერი 2020 17:45:00
ოთხი მილიონ 100 ათას ლარად ნაყიდი სარეკლამო ადგილი მუნიციპალურ ტრანსპორტზე - "ნაციონალურ მოძრაობაში", ბათუმის მერიაში შექმნილ კორუფციულ გარიგებაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ ავტობუსებზე სარეკლამო ბანერების განთავსების უფლება, 30 წლით იყიდა კომპანიამ, რომელიც ოფშორშია დარეგისტრირებული. როგორც ბრიფინგზე განმარტეს, კომპანიამ ბათუმის მერიას თვეში 11 ათასი ლარი უნდა გადაუხადოს. გიორგი კირთაძის თქმით ერთი კვადრატული მეტრის სარეკლამოდ გამოყენება 300 ლარი ღირს. მისივე განმარტებით, კომპანია სახლმწიფოსგან 2 ლარსა და 20 თეთრში ნაყიდ სარეკლამო ბანერს, 136- ჯერ ძვირად ყიდის. კირთაძის თქმით, საუბარია კომპანიაზე, რომელიც "ქართული ოცნების" ერთ-ერთი შემომწირველია. საკითხთან დაკავშირებით საპასუხო კომენტარი ამ დრომდე არ მიგვიღია.