16, სექტემბერი 2020 12:37:00
რძეს დაუმატეთ შაქარი, კაკაო და სიმინდის სახამებელი. კარგად გათქვიფეთ. ერთგვაროვან მასას რომ მიიღებთ, საცერში გაატარეთ და ქვაბში გადაასხით.
დაბალ ცეცხლზე დადგით და გამუდმებით ურიეთ. დუღილს რომ დაიწყებს, სურვილისამებრ დაუმატეთ 1/4 ჭიქა შავი შოკოლადი და გააგრძელეთ მორევა, როცა გასქელდება, გადმოდგით და ჭურჭელში (წინასწარ ჩააფინეთ სამზარეულოს ცელოფანი) გადაიტანეთ.
გააგრილეთ მაცივარში 4-5 საათით ან მთელი ღამით. ფორმიდან რომ ამოიღებთ, გაფორმებისთვის კაკაო მოაფრქვიეთ.
გემრიელად მიირთვით!
წყარო: gemrielia.ge