23, სექტემბერი 2020 17:05:00
"პატრიოტთა ალიანსი" 2 000 ლარით დააჯარიმეს. საჩივრით ცესკოს "სამართლიანმა არჩევნებმა" მიმართა. როგორც ორგანიზაცია აღნიშნავდა, პარტიის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული 9 რეკლამიდან 6 ანტითურქული იყო, რაც მიზნად ისახავდა, მტრული განწყობებისა და რელიგიური და ეთნიკური შუღლის გაღვივებას. ვიდეოებს თან ერთვოდა წარწერა, "დაიცავი შენი წილი საქართველო. შენ ეს შეგიძლია. ვიმოქმედოთ, ნუ დავუთმობთ აჭარას თურქეთს". პარტიამ ცესკოს საპასუხოდ აცნობა, რომ ფეისბუქგვერდი მათ არ ეკუთვნოდათ და მხარდამჭერების შექმნილი იყო. პარტია ასევე ამტკიცებდა, რომ ეს არა შუღლის გაღვივებისკენ მოწოდება, არამედ, ისტორიული ფაქტების ასახვა იყო.