23, სექტემბერი 2020 21:15:00
ბათუმი სატრანსპორტო სისტემის ახალ მოდელზე წლის ბოლომდე ვეღარ გადავა. პანდემიის გამო, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გაჭიანურდა. პროცესის აღდგენა ეტაპობრივად მიმდინარეობს და ცვლილებები ქალაქში, ოქტომბრის ნაცვლად
ეს გორგილაძის ქუჩაა. ერთ-ერთი მონაკვეთი, რომელსაც საგზაო მოძრაობის სქემაში დაგეგმილი ცვლილება უნდა შეეხოს. ყოფილი „გორკი“ ცალმხრივი უნდა გახდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოძრაობა ნებადართული იქნება ბარათაშვილის კვეთიდან ჯავახიშვილის კვეთის მიმართულებით. მთავარი სიახლე კი იქნება ის, რომ ქუჩაზე იქნება ე.წ “BUS LINE”, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი ივლის. ავტობუსები საპირისპირო მიმართულებით გადაადგილდებიან, ანუ ჯავახიშვილიდან ბარათაშვილისკენ.
კიდევ ერთი ქუჩა, რომელსაც ანალოგიური ცვლილებები გაეროს განვითარების პროგრამის პროექტ „მწვანე ქალაქების“ ფარგლებში უნდა შეეხოს, ჭავჭავაძეა. აქ ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა მხოლოდ თბილისის მოედნიდან 26 მაისი ქუჩის კვეთის ჩათვლით შენარჩუნდება.ხოლო 26 მაიკიდან გრიბოედოვის ქუჩის მიიმართულებით გადაადგილება მხოლოდ ცალმხრივად იქნება ნებადართული.
“BUS LINE” მოეწყობა ბარათაშვილის ქუჩაზეც, გორგილაძის კვეთიდან ზუბალაშვილის კვეთის მიმართულებით. ამ ზოლში იმოძრავებენ ველომოყვარულებიც. სწორედ ამ მონაკვეთზე აღარ იქნება პარკირება. სხვა ყველაფერი კი უცვლელი რჩება.
ცვლილებების გამო, ცალმხრივი გახდება გრიბოედოვის ქუჩა. ანალოგიურად, ცალმხრივად იქნება მოძრაობა ნებადართული ფარნავაზ მეფისა და გორგასალის ქუჩებზე. ორივე მონაკვეთზე ერთი მიმართულებით - გრიბოედოვის ქუჩის კვეთიდან ბარათაშვილის ქუჩის კვეთამდე. პუშკინის ქუჩაზე ორმხრივად იმოძრავებთ შავშეთის ქუჩის კვეთიდან 26 მაისის ქუჩის კვეთამდე მონაკვეთში
საგზაო მოძრაობის სქემაში დაგეგმილი ცვლილებები ბათუმის მუნიციპალიტეტის და გაეროს განვითარების პროგრამის პროექტ „მწვანე ქალაქების“ ფარგლებში ხორციელდება. პანდემიის გამო შეფერხებული პროცესი ნელ-ნელა ღდგება და სიახლე ქალაქში ოქტომბრის ნაცვლად დეკემბერში დაინერგება.