24, სექტემბერი 2020 21:45:00
მსოფლიო პანდემიის პარალელურად სეზონური გრიპებიც აქტიურდება. რესპირატორული ვირუსი კოვიხ 19-თან ერთად მედიკოსებს კიდევ ერთი თავსატეხს უჩენს. პანიკაშია მოსახლეობაც, რადგან რთული იქნება კორონავირუსის სეზონური გრიპისგან გამიჯნვა. ამ ფონზე კი ჯანდაცვის სისტემა მოლოდინის რეჟიმშია, ვაქცინა შეკვეთილია, თუმცა ქვეყანაში ჯერ არ შემოსულა. ვრცლად მთავარ გამოშვებაში
საქართველოში სეზონური გრიპის პერიოდი იწყება. მისი საწინააღმდეგო ვაქცინა, მსურველებისთვის კი ჯერჯერობით საქართველოში შემოტანილი არ არის. 4 კომპონენტიანი ვაქცინის გაკეთება მედიკოსების განცხადებით, ოქტომბრის დასაწყისიდანაა რეკომენდირებული. რადგან იგი ორგანიზმის გაძლიერებას 2 კვირაში იწყებს.
მედიკოსები ამბობენ, რომ წელს, საზოგადოება პანიკაშია და სეზონური ვაქცინა მოთხოვნადი იქნება. ექიმები იმასაც ამბობენ, რომ კორონავირუსმა მოსახლეობა ჰიგიენას და სიფრთხილეს მიაჩვია, შესაბამისად ვარაუდობენ, რომ რესპირატორული ვირუსის შემთხვევა გასულ წლებთან შედარებით ნაკლები იქნება.
ექიმები ამბობენ, რომ მაღალი რისკის ჯგუფებს წარმოადგენენ ორსულები, მოხუცები და ბავშვები, მათ სუსტი იმუნიტეტი აქვთ. ამიტომ აცრა მათთვის აუცილებელია. თუ როდის სეეძლებათ პრეპარატის მიღება ვერ ასახელებენ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველომ გააფორმა ხელშეკრულება სეზონური გრიპის საწინააღმდეგო, ფრანგული წარმოების, 4-კომპონენტიანი ვაქცინის შესაძენად. პრეპარატი ქვეყანაში სექტემბრის მეორე ნახევარში ან ოქტომბრის პირველ ნახევრამდე პერიოდში უნდა შემოვიდეს. მისი თქმით 135 ათასი ვაქცინა, რომელიც რისკ ჯგუფებში შემავალ პირებზეა გათვლილი.