25, სექტემბერი 2020 17:58:00
ბოლო 24 საათის მონაცემებით, რეგიონში 168 პირი დაინფიცირდა. შემთხვევები დადასტურებული პირების კლასტერები არიან. დაინფიცირდა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი - სოლომონ ფუტკარაძეც, ასევე ხულოს მერიის ორი თანამშრომელი. ბათუმის ჰოსპიტლებში 486 პირია მოთავსებული, კოვიდსასტუმროებში კი 800ზე მეტი. ბინაზე მკურნალობს 300-მდე ადამიანი.