12, ოქტომბერი 2020 11:43:00
ბოლო 24 საათის განმავლობაში, აჭარაში, კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონის კოვიდკლინკებში 521 პაციენტი მკურნალობს, რეანიმაციაშია კი 52 ინფიცირებულია მოთავსებული.
დღეის მონაცემებით, აჭარის Covid სასტუმროებში 892 ადამიანი იმყოფება, ხოლო ბინაზე მკურნალობს 1000-მდე პაციენტი.