15, ოქტომბერი 2020 21:15:00
ბათუმის მერიაში მუდმივმოქმედი კომისია შეიკრიბა და სტიქიის შედეგად დაზარალებული 193 ოჯახის განცხადება განიხილა. 22-23 აგვისტოსა და 1-2 ოქტობერს განვითარებული სტიქიის გამო რამდენიმე მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა, რის შედეგადაც მეწყრული პროცესები განვითარდა და რამდენიმე მისამართზე ფერდსამაგრი სამუშაოების განხორციელების საჭიროება დადგა. სტიქიის შედეგად დაიტბორა საკარმიდამო მიწის ნაკვეთები, მოსახლეობას დაუზიანდა საყოფაცხოვრებო ნივთები, ტექნიკა და ავეჯი. უსაფრთხოებიდან გამომდინარე 11 ოჯახი დროებით, ქირით იქნა გადაყვანილი. დაზარალებულ ოჯახებს კომპენსაცია ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან გაეწევათ. თითოეული ოჯახი 300 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებს.