19, ოქტომბერი 2020 21:59:00
რა მდგომარეობაა ახლა სოფელში, სადაც მეწყერმა და ადგილობრივი ხელისუფლების პოლიტიკამ პირველ ოქტომბერს ხუთი ადამიანის სიცოცხლე შთანთქა. აღმოჩნდა თუ არა სოფელ ქვედა ჯოჭოში ერთხელ უკვე დატრიალებული ტრაგედია საკმარისი იმისთვის, რომ ახლა მაინც ცდილობდეს მერია მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრები ოჯახების მხარდაჭერას. რა შეიცვალა იქ დარჩენილი ოჯახებისთვის ტრაგედიიდან თითქმის ოცი დღის შემდეგ. სალომე უსტალიშვილი იმყოფებოდა დღეს ქვედა ჯოშჭოში . მანვე მოისმინა ხელვაჩაურის მერის პასუხიც. აღმოჩნდა, რომ ჯუმბერ ვარდმანიძეს ისევ არ სჯერა, რომ არსებული დასკვები რეალურია. ერთად ვნახოთ რეპორტაჟი.
პირველ ოქტომბერს, ქვედა ჯოჭოში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, დღეს, აქ ასეთი სურათი გვხდება. მეწყრის შედეგად ჩამოწოლილი მიწის მასა ისევ ხელუხლებელია და საფრთხის წინაშე ახლა სხვა ოჯახები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ოთხ წევრიან ოჯახში სამი ცოცხლად დაიმარხა, ეს ხელვაჩაურის მერიისთვის სამაგალითო მაინც არ აღმოჩნდა. არც ვითარების შესასწავლად მიდიან და არც დასახმარებლად. მათ შორის არც ისეთ ოჯახებთან, რომლებსაც აქვთ დასკვნა, რომ ტერიტორია საცხოვრებლად საშიშია.
დაწერილმა განცხადებებმა, შედეგი, ვერც ამავე სოფელში მცხოვრები კიდევ ერთო ოჯახისთვის გამოიღო. ბაგრატიონების საცხოვრებელ ეზოში, მეწყერი ერთხელ უკვე ჩამოწვა, რამაც ნაპრალები დატოვა და მიწაც მცოცავი გახდა, თუმცა ოჯახის უსაფრთხოებაზე, პასუხისმგებელ სამსახურებში არ ზრუნავენ.
იქ სადაც თედორაძეების საცხოვრებელი იდგა, ისევ მეწყრის შდეგად ჩამოწოლილი მიწის მასითაა დაფარული. მეზობლები ისევ შიშობენ, რომ მორიგი უამინდობა, მორიგ უბედურებას მოიტანს.
ქვედა ჯოჭოს მცხოვრებლები, ყველა ერთხმად აღნიშნავენ, რომ ხელვაჩაურის მერია მათი ბედ-იღბლით არც დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ ინტერესდება. ამბობენ, რომ დღემდე, პასუხისმგებელი პირებისგან არავის მოუკითხავს.
სტიქიური უბედურებიდან 19 დღე გავიდა. ხელვაჩაურის მერი დღესაც თავს იმართლებს. ამბობს,რომ ფერდსამაგრ სამუშაოებს გამართული პროექტის სჭირდება, თუმცა ვერც იმას ამბობს, რა ეტაპზე საპროექტო სამუსაოები და ვერ იმას, როდის დაიწყება კონკრეტული სამუშაოები.
გეოლოგიური დასკვნები და შემოწმებაზე მოქალაქეების წერილობითი მოხოვნები რომ რალურია, ჯუმბერ ვარდმანიძეს მტკიცებულებად წერილების ფოტომასალაც ვაჩვენეთ, თუმცა მერი მხოლოდ გაბრაზდა და ჯიუტად, ტყუილში მაინც ჩვენ დაგვდო ბრალი.