22, ოქტომბერი 2020 20:20:00
დაყაჩაღების სერია გრძელდება. დღეს უკვე სხვა მისამართზე და ცოტა სახეცვლილი სცენარით. ძარცვა ზუგდიდის შემდეგ შუაგულ ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა. თავდამსხმელმა ფული ამჯერად გადახდის აპარატის ინკასატორს გამოსძალა. საუბარია საკმაოდ სოლიდურ თანხაზე. ჯერ ჯერობით არვიცით, იყო თუ არა ბოროტმოქმედი შეიარაღებული ან აქვს თუ არა სამართალდამცავ უწყებას რაიმე სახის მაიდენტიფიცირებელი დეტალი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ამბობენ, რომ ფაქტს იძიებენ.