23, ოქტომბერი 2020 10:50:00
ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა, გარდაცვლილია 1 ადამიანი. TV25.GE-ს ერთ-ერთი თვითმხილველი უყვება, რომ ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
როგორც TV25.GE-ს საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ავარიის შედეგად 30 წლამდე კაცი, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაიღუპა.