31, ოქტომბერი 2020 22:22:00
თუ ვინმეს „ქართული ოცნებიდან“, ცალკეულ ადამიანებს სურს შემოუერთდეს ამ ახალ ერთობას, რომელიც იქნება საერთო ქართულ, ეროვნულ ფასეულობებზე დაფუძნებული, ვისაც უყვარს საქართველო და უნდა ქვეყანას დაეხმაროს, ჩვენ მათთვის კარი უნდა გავაღოთ, - ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ქართველმა ხალხმა ხმა მისცა ოპოზიციას, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
„ მე ყველას ადგილს ვხედავ უკლებლივ, ყველა პარტიის ადგილს ამ კოალიციაში. მათ შორის, მათ ადგილსაც, რომლებიც ადრე გვიპირისპირდებოდნენ, არ გვეთანხმებოდნენ. თუ ვინმეს „ქართული ოცნებიდან“, ცალკეულ ადამიანებს სურს შემოუერთდეს ამ ახალ ერთობას, რომელიც იქნება საერთო ქართულ, ეროვნულ ფასეულობებზე დაფუძნებული ერთობა, ვისაც უყვარს საქართველო და უნდა ქვეყანას დაეხმაროს, ჩვენ მათთვის კარები უნდა გავაღოთ.
პირველ რიგში, ეს ეხება იმ ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომელთაც ხმა ქართველმა ხალხმა ივანიშვილის წინააღდეგ მისცა და რომელთაც ხმების აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვეს. ივანიშვილი გაფარჩაკებული, დამარცხებული და დატორტმანებულია, ახლა შეეცდება ყიდვას, მანიპულირებას, გაყალბებას. რაც მეტს შეეცდება, უფრო ცუდად წაუვა საქმე.
მე თავის დროზე მშვიდობიანად გადავეცი ხელისუფლება, მე ჩემი ცხოვრებით დავამტკიცე, რომ არასდროს ვაყენებდი ჩემს ხელისუფლებას ქართველ ერზე მაღლა, მასაც მოვუწოდებ, მიუხედავად პირადი ბოღმისა, შიშებისა, დაძლიოს, მიხვდეს, რომ ცხოვრება არ დაწყებულა და არ დამთავრებულა ხელისუფლებით.
რაღაც მომენტში უნდა მიხვდე, რომ შენი ერი არის შენზე მაღლა. უნდა დაუთმოს ქართველ ერს, მისცეს საშუალება გააგრძელოს აღმშენებლობა, განვითარება. მათ წააგეს“, - განაცხადა სააკაშვილმა.