21, ივნისი 2017 20:02:00
ბათუმში სტარტი „მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიამ“ აიღო. ღონისძებების ფარგლებში პირველი საკონცერტო საღამო ბათუმის მუსიკალურ ცენტრში უკვე ჩატარდა. მასში კლასიკური მუსიკის ცნობილი და წარმატებული შემსრულებლები მონაწილეობენ. მათ შორის ფორტეპიანისტი შორენა ცინცაბაძე. „მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემია“ წელს მესამედ იმართება. იგი 2015 წელს შორენა ცინცაბაძემ დააარსა. მიზანი კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია და ახალგაზრდა მუსიკოსების გამოვნელა-ხელშეწყობაა. აკადემიის ფარგლებში ჩატარდება მასტერკლასებიც.