17, ნოემბერი 2020 18:59:00
ბათუმში 12 წლის ბავშვი კორონავირუსით გარდაიცვალა. მოზარდი კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში, კვირას გვიან ღამით შეიყვანეს. როგორც გაირკვა მას თანმდევი დაავადება, თირკმლის უკმარისობა ჰქონდა. კორონავირუსი კი სწრაფი ტესტით დაუდასტურდა. მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე გოგო სამკურნალოდ სხვა კლინიკაში გადაჰყავდათ. რა გახდა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი და რას ამბობენ ოჯახის წევრები, ვნახოთ სიუჟეტი.
ოჯახს არ სჯერა, რომ 12 წლის მოზარდის სიცოცხლე კორონავირუსმა იმსხვერპლა. ფიქრობენ, რომ იგი გაუმართავი სამედიცინო სერვისის მსხვერპლი გახდა, რომ რეანომობილი, რომლითაც თბილისში გადაყავდათ, სათანადოდ აღჭურვილი არ იყო.
მოზარდს, კოვიდ 19-ის პარალელურად, თანმდევი ქრონიკული დაავადება - თირკმლის უკმარისობა ჰქონდა. იყო დიალეზის პროგრამაზე. ბაბუა ამბობს, რომ შვილიშვილი, კვირას, გვიან ღამით შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ამბობს, რომ არ იციან, რა მომსახურება გაუწიეს იქ.
დედათა და ბავშვთა ცენტრის სამედიცინო დირექტორის ამბობს, რომ კორონავირუსზე ტესტი დადებითი იყო და მოგვიანებით ორმხრივი პნევმონიაც განუვითარდა. თამარ ბახტაძე ამბობს, რომ ვინაიდან მოზარდი ქრონიკული პაციენტი იყო, საჭიროდ ჩათვალეს თბილისში გადაყვანა, თუმცა, ტრანსპორტირებისას მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და მოხდა ბიოლოგიურ გარდაცვალება.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ შემთხვევას აუცილებლად შეისწავლიან, რადგან 12 წლის ბაშვის მდგომარეობა, პირველივე დღიდან საყურადღებო იყო.
12 წლის გოგო გუშინ რეანომობილში გარდაიცვალა. იგი ბათუმიდან, თბილისში გადაყავდათ.