17, ნოემბერი 2020 21:45:00
23 სექტემბერს ბათუმში, კორონავირუსის ბინაზე მკურნალობის პროტოკოლი ამოქმედდა. აღნიშნული სერვისით ის კოვიდპაციენტები სარგებლობენ, რომელთაც არ აღენიშნებათ სიმპტომები და აქვთ იზოლირებულად მკურნალობის საშუალება. გაიდლაინი განკუთვნილია პირველადი ჯანდაცვის რგოლში მომუშავე ნებისმიერი პროფესიონალისთვის. როგორ მართავენ კორონავირუსს ტელეფონით?
23 სექტემბერს ბათუმში, კორონავირუსის ბინაზე მკურნალობის პროტოკოლი ამოქმედდა. აღნიშნული სერვისით ის კოვიდპაციენტები სარგებლობენ, რომელთაც არ აღენიშნებათ სიმპტომები და აქვთ იზოლირებულად მკურნალობის საშუალება. გაიდლაინი განკუთვნილია პირველადი ჯანდაცვის რგოლში მომუშავე ნებისმიერი პროფესიონალისთვის. დღეის მდგომარეობით, აჭარაში, ბინაზე 3 ათასზე მეტი ინფიცირებული მკურნალობს.
ყოველი დილა ნონა მალაზონიასთვის ასე იწყება. ექიმი ტელეფონით კოვიდინფიცირებულებს მართავს. მედიკოსი ახლა დისტანციურ მონიტორინგს კოვიდ 19-ით მსუბუქად დაავადებულს უწევს. დღის განმავლობაში დაახლოებით 150-მდე ზარს ახორციელებს. ამბობს, რომ ყოველდღიურად სატელეფონო კომუნიკაციის ფონზე, საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებს იღებს.
სატელეფონო ზარებზე პასუხისგასაცემად ერთი ექიმი არ კმარა. ნონასთან ერთად ამ პატარა სივრცეში, პარალელურ რეჟიმში კიდევ 2 მედიკოსი მუშაობს. იწყება პაციენტებიც მდგომარეობის გამოკითხვით, რასაც რეკომენდაციების გაცემა მოჰყვება.
ბინაზე, დისტანციურად ტელეფონით, მსუბუქ შემთხვევებს მართავენ. თუკი პაციენტის მდგომარეობა გართულდა, ოჯახის ექიმი ინფიცირებულს კოვიდსასტუმროში, ან ჰოსპიტალში ამისამართებს.
პროცესის სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ კავშირი მობილურითაა. ექიმის თქმით, ამას ხშირ შემთხვევაში პაციენტების პანიკა ემატება.
უსიმპტომო კოვინინფიცირებულის მონიტორინგს ოჯახის ექიმი ტესტის აღებიდან მე-11 დღეს წყვეტს. ამ დროისთვის პაციენტი გამოჯანმრთელებულად ითვლება. ოჯახის ექიმი გირჩევთ, რომ ვადის ამოწურვის შემთხვევაშიც მათთან კონტაქტი იქონიოთ, რადგან დაავადება ბოლომდე შესწავლილი არ არის და შედეგების პროგნოზირებაც საკმაოდ რთულია.