21, ნოემბერი 2020 10:25:00
"ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მედიას ემალება. რესან კონცელიძე საარჩევნო უბანზე ისე მივიდა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს წინასწარ არ მიაწოდა.
კონცელიძემ საკუთარი არჩევანი დაახლოებით ერთი საათის წინ დააფიქსირა. კომისიის წევრებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ კანდიდატი უბანზე მარტო გამოცხადდა.
რატომ ემალება მედიას რესან კონცელიძე? კითხვას "ქართული ოცნების" შტაბში არ პასუხობენ.
ცნობისთვის, რესან კონცელიძის წინასაარჩევნო შეხვედრები ამომრჩევლებთან კრიტიკული და ობიექტური მედიის გარეშე იმართებოდა, მმართველი გუნდის წარმომადგენლის აქტივობას, მხოლოდ სახელისუფლებო მედია აშუქებდა.