25, ნოემბერი 2020 21:45:00
კორონავირუსის გააქტიურებასთან ერთად, ჯანმრთელობის დაცვის საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება. დღემდე ყველაზე მთავარი რეკომენდაცია სამედიცინო ნიღბის ტარებაა. წესით, ადამიანებმა ერთჯერადი პირბადე ყოველ ორ საათში უნდა შეცვალონ, თუმცა ჩვენს მიერ გამოკითხული მოქალაქები ამბობენ, რომ ნიღაბს, რამდენიმე დღის განმავლობაშიც ატარებენ. ეს კი მის არასწორ გამოყენებას ნიშნავს, რაც დაავადების რისკს შემცირების ნაცვლად ზრდის.
იმისთვის, რომ სამედიცინო პირბადემ კორონავირუსისგან დაგიცვათ, იგი ყოველ ორ საათში უნდა შეცვალოთ. მისი მეორედ გამოყენება არც გარეცხვის შემთხვევაში მოგცემთ ეფექტს. სპეციალისტები ამბობენ, რომ თუ კი ერთი და იგივე პირბადე გექნებათ მთელი დღის განმავლობაში და მით უფრო რამდენიმე დღეს განმოიყენებთ, ინფიცირებისგან პრევენცია უზრუნველყოფილი არ იქნება.
რამდენად ითვალისწინებენ ნიუანსს მოქალაქეები, შემთხვევით შერჩევის პრინციპით გამოკითხული მოქალაქეებისგან ასეთი პასუხები მივიღეთ:
სააფთიაქო ქსელებში, ერთი პირბადის ფასი, 60 თეთრიდან ერთ ლარამდე მერყეობს. მაშინ, როცა იგი ადამიანმა ყოველ ორ საათში უნდა ცვალოს, გამოდის, რომ დღე-ღამეში 12 ერთეული, ხოლო 12 საათში, 6 ცალი პირბადე, შესაბამისად, 6 ლარი სჭირდება და ასე ყოველ დღე.
მოქალაქეების ნაწილი, ნაჭრის. ე.წ. მრავალჯერად პირბადეს იყენებს. ამ შემთხვევაში სპეციალისტები გირჩევთ, ქსოვილი ხარისხიანი და ორმაგი იყოს, ხოლო დაზიანების შემთხვევაში გამოცვალეთ იგი.