კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული რეგულაციები რთული შესაგუებელი აღმოჩნდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. რომ არაფერი ვთქვათ ფულად რესურსზე, რომელიც ტასქსის მომსახურების შემთხვევაში იხარჯება, ისინი ერთი განსაკუთრებული პორბლემის წინაშე აღმოჩდნენ. ერთადერთი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ადაფტირებულია, მუნიციპალური ავტობუსია, თუმცა ისიც დაწესებული აკრძალვების ჩამონათვალში მოხვდა.
გარდა პირადი საჭიროებებისა, გადაადგილებაში დაბრკოლებამ ისინი აუცილებელ სამედიცინო სერვისსაც დააშორა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ამბობენ, რომ სარეაბილიტაციო კურსებზე ვეღარ დადიან.
შშმ პირებს საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ემსახურება პერსონალური ასისტენტი. იგი მათ გადაადგილებაში და სხვადასხვა სერვისების მირებაში ეხმარება. საჭიროების მქონე პირები 28 ნოემბრის შემდეგ, ვეღარც ამ სერვისსაც იღებენ. ასისტენტს, ბენეფიციარამდე ტაქსით გადადგილებას არავინ უნაზღაურებს. ჯანდაცვის სამინისტრომ, ბენეფიციარებს, გამაჯანსაღებელი სარეაბილიტაციო მომსახურების სერვისიც გაუნახევრა.
შშმ პირები აცხადებენ, რომ სახელმწიფომ ანტიკრიზისული გეგმის შედგენისას მათი საჭიროებები ვერ გაითვალისწინა.
საქართველოს მთავრობას, ანტიკრიზისულ გეგმას, უწუნებს სახალხო დამცველიც. ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ შშმ კოვიდრეგულაციებმა ნეგატირუი გავლენა მოახდინა როგორც კონკრეტულ ბენეფიციარებზე, ისე მათ ოჯახებზე.
შშმ პირების ისედაც გამოწვევებით და საჭიროებებით მდიდარი გარემო, აკრძალვების მეორე ტალღის პირობებში კიდევ უფრო შეზღუდული გახდა. დღეს, კი სწორედ ის დღეა, როცა მსოფლიო შშმ პირთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. იგი 1992 წელს, გაეროს მიერ დაარსდა და მისი მიზანი სწორედ დისკრიმინაციასა და უგულვებელყოფაზე ყურადღების გამახვილებაა.
„3 დეკემბერი შშმ პირთა საერთაშორისო დღეა, რომლის აღნიშვნაც საზოგადოების განვითარების ყველა სფეროში შშმ პირთა უფლებების დაცვის წახალისებას და მათ შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. მიმდინარე წელს ამ დღის თემაა - „ვაშენოთ უკეთ: ინკლუზიური, მისაწვდომი და მდგრადი კოვიდ 19-ის შემდგომი მსოფლიო“. საქართველოში ვირუსის პრევენციის მიზნით დაწესებულმა სხვადასხვა შეზღუდვებმა, კარანტინისა და იზოლაციის რეჟიმმა ნეგატიური გავლენა მოახდინა შშმ პირებზე და მათ ოჯახებზე. ერთ-ერთ პრობლემად გამოიკვეთა ახალი კორონავირუსის შესახებ, მათთვის მისაწვდომი ფორმებითა და საშუალებებით ინფორმირება; შეჩერებულია შშმ პირებისთვის აუცილებელი სერვისების მიწოდება; ხარვეზებით მიმდინარეობს ინკლუზიური საგანმანათლებლო პროცესი სწავლების ყველა საფეხურზე; გამოწვევას წარმოადგენს როგორც მისაწვდომი ფორმატებით დისტანციური სწავლება, ასევე საკომუნიკაციო საშუალებებსა და ინტერნეტზე მისაწვდომობა. სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებსა და ფსიქიატრიულ სტაციონარულ კლინიკებში ჯეროვნად არ არის დაცული ინფექციის გავრცელებისა და კონტროლის წესები, ეფექტურად არ სრულდება კოვიდ 19-ის პირობებში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა მკურნალობის პროტოკოლები.
მიუხედავად სახალხო დამცველის არაერთი მოწოდებისა, საქართველოს მთავრობის მორიგ ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაში კვლავ არ არის სათანადოდ გათვალისწინებული შშმ პირთა საჭიროებები; ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ გატარებული ღონისძიებები კი არ არის ქმედითი და არ პასუხობს შშმ პირთა ინდივიდუალურ მოთხოვნილებებს. კორონა ვირუსის გამო არსებული გამოწვევების გარდა, ქვეყანაში კვლავ არ არის შექმნილი შშმ პირთა უფლებების შესახებ კონვენციის იმპლემენტაციის ეროვნული მექანიზმი. ასევე არ მომხდარა კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ არსებული პრობლემების დროული მოგვარება მნიშვნელოვანია შშმ პირთა უფლებების სათანადოდ დაცვისთვის და მათი ღირსეული ცხოვრების პირობების უზრუნველყოფისთვის. ამასთან, სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფოს, დაიწყოს მუშაობა კოვიდ 19 შემდგომ პერიოდში ქვეყანაში მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოების შექმნისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვაზე. ამ პროცესში აქტიურად დაუჭიროს მხარი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, მათი ოჯახებისა და კანონიერი წარმომადგენლების, შშმ პირთა ორგანიზაციების ჩართულობას და თანაბარ მონაწილეობას,“- აღნიშნულია განცხადებაში.