08, დეკემბერი 2020 21:45:00
უხელფასოდ დარჩენილი მშენებლები ბათუმში. გუნდი, რომელმაც 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს ცხრა სართული ააშენა, დეველოპერმა დაითხოვა და გასამრჯელოს გარეშე დატოვა. რატომ არ უხდის კომპანია ანაზღაურებას უკვე ყოფილ დასაქმებულებს. დეტალებს მთავარ გამოსვებაში გიამბობთ.
ეს ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმრო, გონიოში, ჯერ კიდევ მშენებარეა და სამუშაოებიც აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა ბოლო ორი თვეა უკვე სხვა შემადგენლობით. გუნდი რომელმაც ცხრა სართული ააშენა, დეველოპერმა დაითხოვა და გასამრჯელოს გარეშე დატოვა. კუთვნილ თანხას, ხელოსნები, დღემდე, უშედეგოდ ითხოვენ. 15-მდე უკვე ყოფილი დასაქმებული აცხადებს, რომ ჯამში 27 000 ლარი აქვს ასაღები.
რატომ არ უხდის ანაზღაურებას, დაქირავებულ მუშა ხელს მშენებელი, "ლაბაუ გონიო“-ს დირექტორის მოადგილე აცხადებს, რომ მუშა ჯგუფმა, შესასრულებელი სამუშაო ვადებში გაწელეს, რის გამოც დაუგვიანდათ ობიექტის ჩაბარება და მერიამ ისინი ვადაგადაცილებისთვის დააჯარიმა. მადლენა მანუსაჩიანი განმარტავს, რომ რამდენადაც ჯარიმა ხელოსნების მიერ გაჭიანურებული მუშაოებისთვის დაიმსახურეს, დაკისრებული ჯარიმა მათი ანაზრაურების ხარჯზე დაფარეს.
სხვას აცხადებენ ხელოსნები. ამბობენ, რომ კომპანიამ მათ სამშენებლო მასალების მიწოდება დაუგვიანა და ვადებიც ამიტომ დაირღვა. ირწმუნებიან, რომ კომპანია ახლა მხოლოდ თავის მართლებას ცდილობს.
დათხოვნილი თანამშრომლები, ობიექტზე ისე მუშაობდნენ, რომ კომპანიასთან ოფიციალური ხელშეკრულება გაფორმებული არ ქონიათ, თუმცა აცხადებენ, რომ თუ კი კუთვნილი ხელფასის აღებას ვერ შეძლებენ, სხვა მეთოდებს მიმართავენ.