14, დეკემბერი 2020 21:45:00
სწავლის საფასურის შემცირების მოთხოვნით, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, პეტიციის შეგროვება დაიწყეს. ამბობენ, რომ პანდემიის პირობებში, გადასახდელი თანხის მობილიზება უჭირთ. სტუდენტებმა, პეტიციისთვის შედგენილ ტექსტში, სხვა არგუმენტებიც მოიყვანეს, თუ რის გამო უნდა დააკმაყოფილოს მათი მოთხოვნა უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ. ბსუ მაინც უარზეა და ახალგაზრდებს კონტრარგუმენტებს უდებს. ვნახოთ ნინია მესხიძისა და თორნიკე პატარაიას მიერ მომზადებული სიუჟეტი.
ეს ამონარიდია პეტიციისთვის შედგენილი ტექსტიდან, რომელიც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მოამზადეს. ასე გაამყარეს მათ მოთხოვნა, შეუმცირონ სწავლის გადასახადი. პეტიციას, ამ დროისთვის, ხელს 2 ათას 345 სტუდენტი აწერს.
მიუხედავად იმისა, რომ შექმნილი მდგომარეობა უნივერსიტეტს, არსებითად უმცირებს ფინანსურ დანახარჯებს, უმაღლესი სასწავლებელი, პეტიციის დაკმაყოფილებას არ გეგმავს. ბსუ-ს ადმინისტრაციის პოზიცია ასეთია: ფინანსური პრობლემების შემთხვევაში სტუდენტმა ადმინისტრაციას, განცხადებით მიმართოს, რომელსაც ინდივიდუალურად განიხილავენ.
შეღავათები, იდენტურად გატარდა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტშიც. ადმინისტაციის გადაწყვეტილებით, სტუდენტები, სწავლის საფასურს დადგენილ ვადების ნაცვლად, ეტაპობრივად იხდიან. უმაღლესმა სასწავლებელმა სტატუსი არ შეუჩერა დავალიანების მქონე სტუდენტებს, რომლებსაც საფასური მარტის თვიდან აქვთ გადასახდელი.
გადასახადის ეტაპობრივად გადახდის საშუალება მისცა საკუთარ სტუდენტებს, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამაც.