23, დეკემბერი 2020 18:19:00
ყოფილი პროფესიული კოლეჯი მალე საჯარო სკოლად გადაკეთდება. ამორტიზებულ შენობას, წლების წინ "ბლექსი“ იყენებდა. ახალი საგანმანათლებლო დაწესებულების მშენებლობის მიზეზად, განათლების სამინისტრომ, ქალაქში, პირველკლასელებისთვის არასაკმარისი ადგილები დაასახელა. მოთხოვნა, აჭარის მთავრობას, ბათუმის საკრებულომ, დღეს დაუკმაყოფილა.
ამ ამორტიზებული შენობის ნაცვლად, რომელსაც პროფესიული კოლეჯი "ბლექსი" იყენებდა, მალე ახალი საჯარო სკოლა აშენდება. კიდევ ერთი საჯარო სკოლის მშენებლობის საჭიროება აჭარის მთავრობის წინაშე, აჭარის განათლების მინისტრმა დაასაბუთა. ამბობს, რომ პირველკლასელებისთვის ადგილები ქალაქში საკმარისი არ არის და მოქმედი კლასებიც გადატვირთულია. ტერიტორია, რომელზეც სკოლის მშენებლობა იგეგმება, ბათუმის მერიის საკუთრებაა. აჭარის მთავრობას, მოთხოვნა ბათუმის საკრებულომ, დღეს დაუკმაყოფილა.
შენობა ძველია და შესაძლოა დაანგრიონ. განათლების სამინისტროs მის ვარგისიანობაზე ექსპერტიზა ჯერ არ ჩაუტარებია. მისცემს თუ არა ნებართავს დემონტაჟზე ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი ჯერ ვერ აკონკრეტებს.
ბათუმის საკრებულომ დღეს კიდევ ერთი გადაწყვეტიელბა მიიღო. ქალაქში მაცხოვრებელი, ოთხი შვიდშვილიანი ოჯახი, საკუთრებაში საცხოვრებელ ბინას მიიღებს. საცხოვრებელს ბათუმის მერია, მათ სპეცილაური პროგრამის ფარგლებში, საბინაო ფონდიდან აძლევს.
სხდომაზე, განსახილველი თემების პარალელურად, შეკითხვა, რიგგარეშე საკითხზეც დაისვა. დანიშნული მერის მოვალეობის შემსრულებელს ნატალია ზოიძემ მიმართა.
სხდომას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბოიკოტის ნიშნად ისევ არ ესწრებოდნენ.