30, დეკემბერი 2020 17:16:00
ბოლო 24 საათში, აჭარაში covid-19 კიდევ 115 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 216 მოქალაქე. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში 488 პაციენტი მკურნალობს. ვირუსი, რთულ ფორმაში აქვს 101 პაციენტს, მართვით სუნთქვაზე კი 29 პირი იმყოფება.