30, დეკემბერი 2020 17:36:00
ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 525 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ 95 ფიზიკური პირი დააჯარიმა. გარდა ამისა, გასულ დღე-ღამეში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციული ჯარიმა 430 მოქალაქეს გამოუწერენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოგიწოდებთ, დაიცვათ დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული სანქციები.