საჩხერეში 8 წლის ბავშვი კისტის თოფიდან გასროლით დაიღუპა.
სოფელში ჰყვებიან, რომ თოფი არასრულწლოვანს ჰქონდა და შემთხვევით გაისროლა.
მომხდარის შესახებ სხვა ვერსიებიც ვრცელდება. არსებული ინფორმაციით, ბავშვი სხვის მიერ გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.