14, იანვარი 2021 21:59:00
2 თვეზე მეტია, რაც ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ პროტესტი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ე.წ „თავისუფლების კვარტალში“ ოპოზიციამ და ოპოზიციურად განწყობილმა მოქალაქეებმა დაუმორჩილებლობა კოვიდრეგულაციებსაც, კერძოდ, კომენდანტის საათს გამოუცხადეს. სამართალდამცავებს კი დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის არავინ დაუჯარიმებია. არადა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ირწმუნებოდა, რომ ჯარიმები ყველას სახლში მიუვიდოდა. რატომ არ ახდენს რეაგირებას პოლიცია კანონდამრღვევებზე და რამდენად სამართლიანად ვრცელდება რეგულაცია მოქალაქეებზე?
აჭარის სამმართველოს დეპარტამენტის უფროსის, ეს განცხადება რვა ნოემბრით თარიღდება. კონსტანტინე ანანიაშვლთან, ინტერვიუ მაშინ ჩავწერეთ, როცა ოპოზიციამ და ოპოზიციურად განწყობილმა მოქალაქეებმა კოვიდ შეზღუდვებს ბოიკოტი გამოუცხადეს და კომენდანტის საათი პირველად დააღვიეს. ანანიაშვილი აცხადებდა, რომ ჯარიმები აქციის მონაწილეებს, სახლში მოიუვიდოდათ, თუმცა სურათი სულ სხვაა. ჯარიმა სახლში არც ერთ მათგანს მისვლია. ანანიაშვილის პასუხი დღეს ასეთია:
რატომ არ აჯარიმებს პოლიცია აქციის მონაწილეებს? კითხვით ოპოზიციასაც მივმართეთ. "ლელო"-დან, ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ სამართალდამცავები, დაპირისპირებას ერიდებიან.
სხვა საქმეა, თუ კი ე.წ „თავისუფლების კვარტალს“ გასცდებით. ამ შემთხვევაში, პოლიცია არავინ ინდობს, თუმცა აჭარის მთავრობის სახლის წინ ღია ცის ქვეშ მყოფ აქციის მონაწილეებს, დაჯარიმების საფრთხე არ ემუქრებათ. რატომ ხდება ასე? „ნაციონალურ მოძრაობაში“ ფიქრობენ, რომ პოლიციას გამბედაობა არ ჰყოფნის.
რამდენად სამართლიანია სამართალდამცველების მხრიდან მსგავსი მიდგომა? და არის თუ არა შერჩევითი სამართალი? იურისტს, გიორგი ხიმშიაშვილს ასეთი შეფასება აქვს:
იგივე შეკითხვებით, შსს-ს პრეს-ცენტრს რა თქმა უნდა მივმართეთ. პასუხს მტელი დღე ველოდეთ, თუმცა უწყებისგან ვერანაირი არგუმენტი მოვისმინეთ.