14, იანვარი 2021 21:40:00
ის ფაქტი, რომ აჭარის მეხუთე მოწვევის ერთპარტიული უმაღლესი საბჭო ძირითადად ძველი სახეებით დაკომპლექტდა, ყველასთვის კარგად ნაცნობია. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ გაცილებით გრძელია იმ პოლიტიკოსების სია, რომლებიც თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩდნენ. გარდა იმისა, რომ ისინი 15 წევრიანი საკანონმდებლო ორგანოს მიღმა დარჩნენ, "ქართული ოცნებას" ყოფილი დეპუტატები არსად დაუსაქმებია. გამონაკლისი ამ მხრივ მხოლოდ აგრარულ და გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აღმოჩნდა. ვახტანგ წულაძემ აჭარის სოფლის მეურნეობის მოადგილის თანამდებობა დაიკავა. რას გეგმავენ თამაშგარე დარჩენილი დეპუტატები სამომავლოდ და რჩებიან თუ არა პოლიტიკაში?
მეხუთე მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭო, უკვე 1 თვეა დაკომპლექტდა. საბჭოში, " ქართული ოცნებიდან" 14 დეპუტატი შევიდა. მათგან უმრავლესობა ძველი შემადგენლობიდანაა. თანაგუნდელებიდან, რამდენიმე თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ისინი, ვერც ახალი მოწვევის საბჭოში მოხვდნენ და ჯერჯერობით არც სხვაგან დაუსაქმებიათ. მათგან ერთ-ერთია საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე - ხვიჩა შარაშიძე.
ახალ პარტიულ სიაში ვერც აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე მოხვდა. მერაბ კარანაძის ირწმუნება, რომ ისევ ოცნების გუნდის წევრია, რომ მმართველი გუნდიდან ორი შეთავაზება აქვს და თავს აღმასრულებელ ხელისუფლებაში ხედავს. დეტალებს არ ამხელს.
უმაღლესი საბჭოს რიგებში დღეს არც გიორგი რომანაძეა. ყოფილი კანონმდებელი თავის მომავალს კერძო სექტორში ხედავს, თუმცა შეთავაზებების მოლოდინი მაინც აქვს. ამბობს, რომ პარტიას არ ტოვებს.
ნინო ჩხეტია იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო. ჯერ, არც იგი დაუსაქმებიათ. ჩვენი შეკითხვები არ ესიამოვნა და თავიდან მოგვიშორა.
რატომ აღარ არიან მათ გვერდით ყოფილი კოლეგები, შეფასება იმ წევრებსაც ვთხოვეთ, რომლებმაც უმაღლეს საბჭოში სავარძლები კიდევ ერთი ვადით მოირგეს.მათგან უმრავლესობა საპასუხოდ, მზად არ აღმოჩნდა. ვინც შეფასებას არ მოერიდა ამბობენ, რომ მათი რესურსი არ დაიკარგება და ადრე თუ გვიან სხვადასხვა უწყებებში გარკვეულ თანამდებობებს მოარგებენ.
კიდევ ერთი წევრი რომელმაც დღთეს შეფასება გააკეთა ლადო მგალობლისვილია. მან პასუხი სმს შეტყობინებით გაგვცა, თქვა, რომ საკიტხი პარტიის გადასაწყვეტია და იგი მისი კომპეტენცია არ არის.