21, იანვარი 2021 17:14:00
ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის ათას 20 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციული ჯარიმა 104 ფიზიკურ პირს გამოუწერა. პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის კი გასულ დღე-ღამეში, 916 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.