21, იანვარი 2021 21:59:00
სტარსბურგის სასამართლოს მიერ, საქართველოს, ოკუპანტ და აგრესორ ქვეყანაზე გამარჯვებულად გამოცხადებას პოლიტიკოსები აფასებენ. „ქართულ ოცნებაში“ პროცესის ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ დასრულებას, საერთო გამარჯვებად მიიჩნევენ. ოპოზიციაში კი იმედოვნებენ, რომ მიღებული დადგენილება, საქართველოს შემდგომ სასამართლო პორცესებში, მნიშვნელოვან, სასიკეთო შედეგებს მოუტანს.
კიდევ ერთი საერთაშორისო, უკვე სამართლებრივად დადასტურებული ფაქტი, რომ რუსეთი ოკუპანტია - ასე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც დღეს გამოცხადდა.
ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება რომ სამართლიანია, ხაზგასმით აღნიშნავენ მმართველ გუნდშიც. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მიღებული დადგენილებით, სტარსბურგმა, საქართველო, ოკუპანტ და აგრესორ ქვეყანაზე გამარჯვებულად აღიარა.
საქართველო აღიარეს 2008 წლის ომის მსხვერპლად და ეს ჩვენი ქვეყნისთვის დიდი მიღწევაა - ამ სიტყვებით გამოეხმაურა სტრასბურგის გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტი - სალომე ზურაბიშვილი.
დადგა ის შედეგი, რომელიც უნდა დამდგარიყო - ამბობენ პარტიაში „ლელო საქართველოსთვის". გენო თებიძე ამბობს, რომ შედეგი საქართველოს სახელმწიფოს მიერ გაწეული შრომის და წარდგენილი მტკიცებულებების შედეგია.
„ევროპულ საქართველოში“ იმედოვნებენ, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება, საქართველოს, შემდგომ სასამართლო პორცესებში, მნიშვნელოვან, სასიკეთო შედეგებს მოუტანს. ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად წაადგება დეოკუპაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.
სტრასბურგის გადაწყვეტილებას საქართველოს პრემიერ მინისტრი სოციალური ქსელით გამოეხმაურა. გიორგი გახარია წერს:
2008 წელს შეტანილი სარჩელი, სტრასბურგის სასამართლომ, წარმოებაში 2011 წელს მიიღო. წლების განმავლობაში მიმდინარე განხილვების შედეგად დაადგინა, რომ გასაჩივრებული 8 მუხლიდან, რუსეთმა, ევროპული კონვენცია 6 შემთხვევაში დაარღვია. თორმეტწლიან სახელმწიფოთა შორის დავაზე გადაწყვეტილება, დიდმა პალატამ მიიღო. ეს ნიშნავს იმას, რომ დადგენილება, გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ახლა საქართველოს სახელმწიფომ, აგვისტოს ომის ზიანის ანაზრაურების საკითხზე უნდა იმუშაოს. საამისოდ ერთწლიანი ვადაა გათვალისიწინებული.