25, იანვარი 2021 18:45:00
ირაკლი ჩავლეიშვილს აქცია გონიოშიც მოუწყეს. დეპუტატის კუთვნილ სასტუმროსთან ორგანიზაცია "ალტერნატივას" წევრები შეიკრიბნენ."სინდისში გაცვლილი ქონება'' ამ და მსგავსი შინაარსის შეძახილებით დეპუტატის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს. პროტესტით, ორგანიზაციის წევრებმა სოლიდარობა ირაკლი ფანგანს გამოუცხადეს. განაცხადეს, რომ იგი პოლიტპატიმარია და მანამდე იბრძოლებენ, ვიდრე სამართლიანობა არ აღდგება. პოლიციამ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც დევნას გულისხმობს.