18, თებერვალი 2021 21:07:00
ბათუმში, თოვლის საფარისგან გზების გაწმენდა სრული დატვირთვით მიმდინარეობს. მობილიზებულია ტექნიკა, იწმინდება გზები და იყრება ტექნიკური მარილი. საჭიროების შემთხვევაში ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში იმუშავებენ, აცხადებენ თვითმმართველობაში. ბათუმში, თოვა გუშინ დაიწყო და მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად გაგრძელდა.