22, თებერვალი 2021 17:00:00
რიგგარეშე არჩევნების ჩატარებისა და ცესკოს ადმინისტრაციის შეცვლის მოთხოვნით, აჭარის მთავრობის სახლთან აქციები ისევ გრძელდება. 24 საათიანი პროტესტი უკვე 111 დღეს ითვლის. შეკრებილები, უნდობლობას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს უცხადებენ. დაშლას მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აპირებენ. მათ პოლიტპატიმრების გათავისუფლებაც სურთ.