26, თებერვალი 2021 17:27:00
22 წლის გიული სურმანიძეს ბაკლოფენის ტუმბოს იმპლანტაცია სჭირდება. ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურებისთვის კი სახსრები არ გააჩნია. ახალგაზრდა ქალი დახმარებას ითხოვს. ამბობს, რომ მან, სახელმწიფოსგან დახმარებაზე უარი მიიღო. გიული სურმანიძემ, წლების წინ ავარიის შედეგად, დაკარგა მეტყველების უნარი, უჭირს კვება და დამოუკიდებლად გადაადგილება. დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ თანხა, ეკრანზე მითითებულ ანგარიშის ნომერზე ჩაურიცხოთ.