02, მარტი 2021 16:59:00
ბათუმის საქალაქო სასამართლომ შპს „ორბიტას“ დირექტორი მ.კ დამნაშავედ ცნო. მას ბრალი დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვში ედებოდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ხულოში, „ხიხაძირი-თხილვანა-ბაკოს“ საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაციის მიზნით, გამოცხადებულ ტენდერში, მან, ხელშეკრულების გაფორმებისას, წარადგინა ყალბი საბანკო გარანტიები, რის საფუძველზეც, ავანსის თანხა 188 ათასი ლარი ჩაერიცხა. საიდანაც მხოლოდ 43 ათას 535 ლარის ღირებულების სამუშაო შეასრულა. "ორბიტას" დირექტორი პროკურატურამ, 2020 წლის 8 ივნისს დააკავა. მას, 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.