05, მარტი 2021 17:30:00
ესპანელმა სამართალდამცავებმა, ესპანეთის ტერიტორიულ წყლებში ოთხი ქართველი მეზღვაური დააკავეს. უცხოური მედიის ცნობით, სამართალდამცავებმა, ამოიღეს 3 ათასი კილო კოკაინი, რომლის ღირებულება ევროპულ შავ ბაზარზე დაახლოებით 180 მილიონი დოლარია, რაც ბევრად აღემატება გემის ღირებულებას. დაკავების შესახებ, ქართულ მხარეს ინფორმაცია დაუდასტურა, ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩომ. მიღებული ინფორმაციით, გემი ჩაიძირა ესპანეთის სანაპიროსთან. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. გემზე სულ ცხრაკაციანი ეკიპაჟი იყო, ისინ საქართველოს და თურქეთის მოქალაქეები არიან.