24, მარტი 2021 12:06:00
აჭარაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 18 პაციენტი. დღემდე განკურნებულთა საერთო რაოდენობა 35 ათას 965-ს შეადგენს.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკა დატოვა 8 მოქალაქემ. უწყების ცნობით, მძიმეა 2 ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ამ ეტაპზე,, კლინიკაში 121 პაციენტი მკურნალობს, კოვიდსასტუმროში 40, ონლაინკლინიკაში კი 109.