ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შერეული სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა ეკომიგრანტი ოჯახების განცხადებები განიხილეს. სხდომაზე პირველი და მეორე კატეგორიის ოჯახები ქულების მინიჭების წესით შეაფასეს. ურეხში მდებარე სოციალურ სახლში საცხოვრებელი ფართით მხოლოდ ის 8 ოჯახი დაკმაყოფილდება, რომლებიც ქულათა კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს. მიმდინარე წელს გამგეობაში სულ 31 განცხადება შევიდა. 23 ბინიანი სოციალური სახლის მშენებლობა ურეხში რამდენიმე თვის წინ დასრულდა. ბიუჯეტიდან მილიონ 432 ათას 786 დაიხარჯა.